უხვი ნალექის გამო კახეთში მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

28.09.25 20:35
უხვი ნალექის გამო კახეთში მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

კაბალში უკვე მეორე დღეა, ადგილობრივები სტიქიას შიშველი ხელებით ებრძვიან. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა უზუნთალასა და გენჯელარის დასახლებებში, სადაც მდინარე კაბალი კალაპოტიდან გადმოვიდა და სოფლები წყლით დაფარა.

ქუჩებში გადაადგილება თითქმის შეუძლებელია, საავტომობილო გზები წყლითაა დაფარული და მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანები მოძრაობენ. ადამიანები შველას ითხოვენ - ბევრმა ღამე ღია ცის ქვეშ გაატარა.

გენჯელარიდან სამი ოჯახის ევაკუაცია ადგილობრივებმა საკუთარი ძალებით შეძლეს, რადგან სამაშველო სამსახური ადგილზე მხოლოდ დღის მეორე ნახევარში გამოჩნდა, გამგებელი კი მოქალაქეების ზარებს არ პასუხობს.

სტიქიამ გაანადგურა ავეჯი, ტექნიკა, ნათესები და საძოვრები, დახოცა შინაური ცხოველი და ფრინველი. ადგილობრივების თქმით, ამ მასშტაბის სტიქია წლებია არ ახსოვთ და მიზეზად გაუწმენდავ მდინარის კალაპოტებს ასახელებენ.

ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში.