ცოლის წამებაში ბრალდებული ციხეში გაუშვეს - რა მოტივებზე საუბრობს პროკურორი
კასპის მერიის თანამშრომელი ზურაბ ბურდული, რომელსაც ყოფილი მეუღლის წამებით მკვლელობის მცდელობას ედავებიან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, წინასწარ პატიმრობაში დარჩება.
ბურდულს დღევანდელ პროცესზე ერთი სიტყვაც არ უთქვამს, თუმცა საქმის პროკურორმა დეტალურად ისაუბრა დანაშაულის მოტივზე. გამოძიების ვერსიით, ბურდულმა ქალისგან მიღებული უარის შემდეგ დაგეგმა თავდასხმა. ის ყოფილ მეუღლეს სახლთან დანით, ქიმიური ნივთიერებით და საწვავით შეიარაღებული დახვდა.
შემთხვევის შედეგად, ოთხი შვილის დედა ამჟამად კლინიკაში მძიმე მდგომარეობაშია - მას სხეულის 80% დამწვრობა აქვს და გულ-მკერდის არეში მიყენებული ჭრილობით სიცოცხლისთვის იბრძვის.
გამოძიების ინფორმაციით, ბურდული წარსულშიც სისტემატურად ძალადობდა ყოფილ მეუღლეზე. იგი ალკოჰოლზე, ნარკოტიკსა და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული იყო.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.