მკვლელობა თბილისში და ჩხრეკა ბათუმის ყოფილი ვიცე მერის სახლში - რა ვერსიაზე მუშაობს გამოძიება?
ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის, ზურაბ ბერიძის, საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედებები ერთი საათია მიმდინარეობს. სავარაუდოდ, გამსახურდიას ქუჩაზე, ყოფილი მაღალჩინოსნის სახლში, პოლიციელები ჩხრეკას ატარებენ.
ერთ-ერთი ვერსიით, ბერიძის სახლში სამართალდამცავების შესვლა თბილისში, საბურთალოზე ანასტასია შატალოვას მკვლელობას უკავშირდება.
ცნობილია, რომ 25 წლის ქალს ბათუმის ყოფილ ვიცე-მერთან მცირეწლოვან შვილთან დაკავშირებით დავა ჰქონდა.
შატალოვა გვიან ღამით, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მოკლეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მსგავსი სიახლეები
17.09.26 18:39
საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 570 ათასამდე შემცირდა - წლის ბოლომდე კიდევ 65 ათასი ოჯახის გადამოწმება იგეგმება
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, ივლისთან შედარებით ბენეფიციართა რაოდენობა 6 546-ით, ხოლო იანვართან შედარებით - თითქმის 140 ათასით არის შემცირებული.