"მადლობა!" - დედაქალაქში გერმანიის მხარდამჭერი მარში იმართება

28.09.25 20:18
"მადლობა!" - დედაქალაქში გერმანიის მხარდამჭერი მარში იმართება

დედაქალაქში გერმანიის მხარდამჭერი მარში მიმდინარეობს. მოქალაქეები გერმანიის საელჩოდან მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან. "მადლობა!" სკანდირებენ მარშის მონაწილეები, რომლებსაც ხელში საპროტესტო ბანერები უკავიათ. 

მოქალაქეები ამბობენ, რომ გერმანიას საქართველოსთვის ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული, ამიტომ ამ მოკავშირეობის დაზიანება დაუშვებელია. 

ყველა მნიშვნელოვანი ისტორიუილ ძეგლის, დავით გარეჯის, ზარზმის, საქართველოში არ დარჩენილა არცერთი ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც, პირველ რიგში, გერმანიის დიდი ფინანსური დახმარებით არ იყოს მართლაც აქამდე მოტანილი. არ შეიძლება ამ მოკავშირეობის ვიღაცა ლოთბაზარების გამონათქვამებზე, რომ თითქოს ეს უცხოეთის ელჩები, ევროკავშირის, გერმანიის და ბრიტანეთის არაფერს აკეთებენ თურმე ჩვენთვის, - ამბობს აქციის მონაწილე. 

გერმანია იყო პირველი ქვეყანა, რომელიც 90-იან წლებში საქართველოში შემოვიდა. შემოვიდა არაჩვეულებრივი პროგრამებით, შემოვიდა დახმარების სურვილით. 90-იან წლებში შემოვიდა ის ორგანიზაციები, რომლებშიც თვით პაპუაშვილი მუშაობდა და არაერთი უზარმაზარი პროექტი განხორციელდა საქართველოს განვითარებისთვის. არ გავჩერდებით, ბუნებრივია. ჩვენ ვიბრძლებთ ბოლომდე. არავის აქვს უფლება, საქართველოს წაართას ეს მომავალი,- ამბობს მარშის კიდევ ერთი მონაწილე.

გერმანიის მხარდამჭერ მარშამდე თბილისში კურიერების მარში გაიმართა. მათ აღნიშნეს, რომ კატეგორიულად მიუღებელია მსვლელობის გამართვა "ქართული ოცნების" დროშებით. მათი თქმით, 4 ოქტომბრის მოვლენებშ საკუთარ წვლილს აუცილებლად შეიტანენ. 

ვრცლდა ნახეთ ხატია სამხარაძის ჩართვაში.