გელა უძილაურის პროცესი - საქალაქო სასამართლოში ლევან ჯანგველაძის მძღოლს ელოდებიან
თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ჯანგველაძის მძღოლს - გია ჩადუნელს ელოდებიან.
გამოძიება უნდა დაადგინოს, რატომ არ გაჰყვა მძღოლი დამსაქმებელს იმ დღეს სამძიმარზე, რატომ ვერ მოახერხა სწრაფი რეაგირება და იცოდა თუ არა, რომ ჯანგველაძემ რომ უთვალთვალებდნენ.
ჩადუნელის ჩვენების გარდა მოსამართლე კიდევ ერთ მნიშვნელოვან მოწმეს მოუსმენს - ის ბრალდებულ გიორგი ჯოხაძის მეუღლეა.
დღევანდელ პროცესზე ჯამში ათი მოწმის დაკითხვაა დაგეგმილი.
დღევანდელ პროცესზე გაგრძელდება მოწმეების დაკითხვა, მათ შორის დაიკითხებიან ექსპერტები, გამომძიებლები, ასევე დაიკითხება უშუალოდ საქმეზე დაზარალებული ერთ-ერთი, გია ჩადუნელი, რომელიც დეტალურად გაიხსენებს იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელიც განვითარდა თებერვალში, შემდეგ მარტში. დაიკითხებიან ასევე მოწმეები, რომლებსაც შემხებლობა აქვთ სანდრო წივწივაძის სახლში ჩატარებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებასთან. ამავდროულად გამოკვლეული იქნება ვიდეო-აუდიო მასალა, - აცხადებს პროკურორი, ლევან ვეფხვაძე.
- ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მუხლი, რომლითაც უძილაურს ედავებიან, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.