ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა იწყება- რა საკითხებზე ისაუბრებენ მხარეები
ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა იწყება.
ქართულ მხარეს სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე წარმოადგენს.
მხარეები საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებაზე, გატაცებების, დაკავებების და ბორდერიზაციის საკითხებზე იმსჯელებენ.
ირაკლი ანთაძის ინფორმაციით, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, საუბარი შეეხება ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფელ თამარაშენიდან არასრულწლოვნების გატაცების ფაქტსაც.
უკანონო დაკავებებთან დაკავშირებით, სტატისტიკა წლის ამგვარი გახლავთ, რომ პირველი იანრვიდან დღემდე, დაფიქსირდა 23 უკანონო დაკავება და დღესდღეობით სახეზე 11 უკანონო დაკავებული გვყავს, საანგარიშო პერიოდს რაც შეეხება ვგულისხმობ, წინა შეხვედრიდან დღემდე, 7 უკანონო დაკავებას ჰქონდა ადგილი. ყურადღება გამახვილდება უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე, საანგარიშო პერიოდში ადგილი ჰქონდა უკანონო ბორდერიზაციის 8 ფაქტს, შეხვედრაზე საუბარი შეეხება არასრულწლოვნების ინციდენტსაც. მთავარია, რომ არასრულწლოვნები სახლში იმყოფებიან. საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ სეირნობდნენ ბავშვები, რა დროსაც მოხდა მათი დაკავება. დეტალები საინტერესოა, რა თქმა უნდა, მოვისმინოთ თავად იმ მხარისგან, რომელმაც განახორცილა ამგვარი ქმედება და სავარაუდოდ, მეტი დეტალის გაზიარების შესაძლებლობა შეხვედრის შემდეგ მექნება,- განაცხადა ანთაძემ შეხვედრის დაწყებამდე.