"ეს დღე უნდა გახდეს გარდამტეხი" - დამკვირვებლები 4 ოქტომბრის აქციას უერთდებიან

29.09.25 13:56
"ეს დღე უნდა გახდეს გარდამტეხი" - დამკვირვებლები 4 ოქტომბრის აქციას უერთდებიან

დამკვირვებლები, რომლებმაც  2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე არაერთი დარღვევის მოწმეები გახდნენ, 4 ოქტომბერს დაგეგმილ მასშტაბურ საპროტესტო აქციას უერთდებიან. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "პრევენცია პროგრესისთვის" გამგეობის თავმჯდომარემ, ტატო ქელბაქიანმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ქელბაქიანი ამბობს, რომ ეს დღე უნდა გახდეს გარდამტეხი, ამიტომ მოქალაქეებს მოწოდებს, ქვეყნის მტავარ გამზირზე გავიდნენ. 

4 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეების შეკრება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ დღეს ჩვენ ღიად უნდა ვუთხრათ რუსულ რეჟიმს უარი და ვაჩვენეთ ქართველი ხალხის შეუდრეკელი ბრძოლის მაგალითი. ეს დღე უნდა გახდეს გარდამტეხი ცვლილებების წერტილი. აქედან გამომდინარე, საინიციატივო ჯგუფი, დამკვირვებლები, ვუერთდებით 4 ოქტომბრის აქციას და მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, გამოვიდნენ და დადგნენ ქართველ ხალხთან ერთად და ვიბრძოლოთ ბოლომდე, - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია "პრევენცია პროგრესისთვის" გამგეობის თავმჯდომარე ტატო ქელბაქიანი.

ამ ფონზე, კახა კალაძე 4 ოქტომბრის აქციის მონაწილეებს ემუქრება. დედაქალაქის მერი ირწმუნება, რომ არანაირი რევოლუცია არ მოხდება, რადგან ყველა, ვინც კანონის წინაშე წასვლას გაბედავს, მკაცრად აგებს პასუხს. 

შეგახსენებეთ, რომ 4 ოქტომბერს დედაქალაქში მასშტაბური აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ქვეყანაში მშვიდობიანი რევოლუცია უნდა მოხდეს, რის შედეგადაც "ქართული ოცნების" ხელისუფლებას გაისტუმრებენ.