სასამართლოში, დღეს, გიორგი ბაჩიაშვილი დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს
თბილისის საქალაქო სასამართლოში "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის პროცესი მიმდინარეობს.
ადვოკატების თქმით, დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე საბოლოო სიტყვას წარმოთქვამს.
მათი ინფორმაციით, დასკვნითი სიტყვის უფლებით ისარგებლებს გიორგი ბაჩიაშვილიც. "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი გენერალური დირექტორი, სავარაუდოდ, საბოლოო სიტყვაში მისი მშობლების წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეზეც ისაუბრებს.
დღეს არის დასკვნითი სხდომა, რეალურად იგეგმება დასკვნითი სიტყვა ჩვენი მხრიდან და საბოლოო სიტყვას იტყვის გიორგი. განაჩენი შესაძლებელია, რომ, სავარაუდოდ, დღესაც იყოს.
პრინციპში, წინა სხდომაზე მან, გუშინ, მისცა ჩვენება რომლის დროსაც მან აღწერა ის მიზეზები რი გამოც ის იძულებული გახდა, რომ დაეტოვებინა საქართველო, მის სიცოცხლესთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ის დიდი რისკი, რომლის შესახებაც მას ჰქონდა უტყუარი ინფორმაცია და რაც შემდგომში დადასტურდა მისი გატაცებით, თვითმფრინავში არასათანადო მოპყრობით და შემდგომში გლდანის მე-8 დაწესებულებაში, რაც გამოუძიებელია და რომელ საქმეზეც მას დაზარალებულის სტატუსი დღემდე არ აქვს," - განაცხადა გიორგი აბჩიაშვილის ადვოკატმა, დავით ჯანდიერმა.
უფლებადამცველი, ლევან მახარაშვილი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა მოსამართლემ განაჩენი დღესვე გამოაცხადოს.
დასკვნით სიტყვას ვიტყვი მე, რაც შეეხება საბოლოო სიტყვას, სავარაუდოდ, გიორგი ისარგებლებს ამ უფლებით. განაჩენი არ არის გამორიცხული, რომ დღესვე გამოაცხადოს მოსამართლემ, თუმცა შესაძლებელია, პირობითად, ხვალ ან ზეგ გამოაცხადოს," - ამბობს ლევან მახარაშვილი.
ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილი 27 მაისს დააკავეს.
გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ის ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაიტაცეს და საქართველოში ძალის გამოყენებით ჩამოიყვანეს- სკანდალური განცხადება ივანიშვილის მილიარდების ყოფილმა მმართველმა სასამართლოში გააკეთა.
პროკურატურა ბაჩიაშვილის საქართველოში ჩამოყვანის საქმეზე გამოძიებას დღემდე არ იწყებს.
- შეგახსენებთ, რომ ივანიშვილის მილიარდების ყოფილ მმართველს ე.წ. ბიტკოინების საქმეზე სასამართლომ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა. ბაჩიაშვილს ბრალი კიდევ ორ საქმეზე აქვს წარდგენილი. ე.წ. მტკვარი ჰესისა და საზღვრის უკანო კვეთაზე.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ პატიმრობაში მყოფი "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
ცნობილ ექიმს, მარინა რამაზაშვილს, პროკურატურა მძიმე ბრალდებას უყენებს და ამტკიცებს, ბაჩიაშვილმა "ივანიშვილისგან მითვისებული 8 986.8675 ბიტკოინისთვის კანონიერი სახის მისაცემად საქმიანობაში თავისი მშობლები ჩართო".
აღსანიშნავია, რომ "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელმა მშობლები დაკავებამდე რამდენიმე კვირით ადრე მშობლები შეერთებულ შტატებში გაუშვა.