სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები გიორგი ჩიკვაიძეს შიმშილობის შეწყვეტის თხოვნით მიმართავენ

30.09.25 22:30
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები გიორგი ჩიკვაიძეს შიმშილობის შეწყვეტის თხოვნით მიმართავენ

სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები გიორგი ჩიკვაიძეს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ და სთხოვენ, რომ შეცვალოს გადაწყვეტილება, რადგან ქვეყანას ის ჯანმრთელი სჭირდება.

ისინი დარწმუნებულები არიან, რომ გიორგი მათ თხოვნას გაითვალისწინებს და გააცნობიერებს, რომ ის ჯანმრთელი სჭირდება, როგორც საკუთარ ოჯახს, ასევე სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს.

ყველა მშობლის და ოჯახის წევრის სახელით, რა თქმა უნდა, დედამისსაც ვესაუბრე. შიმშილობის გადაწყვეტილება არ არის ერთჯერადი აქტი, რომელიც არ ექვემდებარება შინაარსს და ემოციას, მან ძალიან კარგად იცის, კარგად აქვს ნაფიქრი, რატომ გამოხატავს პროტესტს ასეთი უკიდურესი ფორმით, უბრალოდ, მინდა ვუთხრათ, რომ პირველ რიგში მოს ოჯახს, დედა, დანარჩენი რეჟიმის ტყვეების ოჯახების სახელთ, ქვეყანას სჭირდება ჯანმრთელი, რადგან მას აქვს იმდენი გონი, რომ ფიზიკური მონაცემი სჭირდება, რაც უნდა გამოვრიცხოთ შიმშილობის შეწყვეტით. მე მჯერა, რომ გიორგი არათუ თხოვნას გაითვალისწინებს, არამედ გააცნობიერებს იმას, რომ ჩვენ ის საკვებით გამაგრებული გვჭირდება ამ რთულ ბრძოლაში, - განაცხადა ნიკა კაციამ.

მსგავსი სიახლეები