კორუფციული სკანდალი - ირაკლი ზარქუას და პირველ კომენტარს აკეთებს
ირაკლი ზარქუას და, ნინი ზარქუა კომპანია “ლაგი კაპიტალის“ კორუფციულ სკანდალზე პირველ კომენტარს აკეთებს და წერს, რომ “მისი ოჯახი ამ თემასთან საერთოდ არ არის კავშირში და ეს ყველაფერი “ნაცჟურნალისტების მიერ შეთხზულ სიცრუეა“.
ნინი ზარქუას მტკიცებით, “ირაკლი ზარქუას არანაირი კავშირი არ აქვს ამ ტენდერებთან და მომხდარი მისი ძმის მიმართ წინასაარჩევნოდ, შავი პიარის აგორებას ემსახურება, რომლისთვისაც მას და მის ქმარს - ალექსანდრე ამისულაშვილს იყენებენ.“
მინდა გამოვეხმაურო ნაც ჟურნალისტების მიერ შეთხზულ სიცრუეს. გასაგებია არჩევნებია და ისევ გინდათ ჩემი ძმის მიმართ შავი პიარის აგორება და ამიტომაც ჩემს მეუღლეს და ზოგადად ჩვენს ოჯახს იყენებთ! თუმცა არ მინდა თქვენი მაყურებელი შევიდეს შეცდომაში და ამიტომაც ვხსნი...
ჩემს მეუღლეს და მით უმეტეს, ირაკლი ზარქუას არანაირი კავშირი არ აქვს ამ ტენდერებთან! ეს კომპანია "ლაგი კაპიტალი"არის გასხვისებული( გაყიდული) 2 ან 3 წლის წინ ზუსტად არც მახსოვს, შემდგომ, ახალმა მფლობელებმა რაც ჩაიდინეს არანაირ კავშირში არაა ალექსანდრე ამისულაშვილთან! მეტსაც გეტყვით საერთოდ სახეზეც კი არ იცის ეს პიროვნებები!გამოძიება დაადგენს ყველას დანაშაულს და შესაბამისი პასუხიც გაეცემათ იმისთვის რაც ჩაიდინეს, თუმცა ვაი ჟურნალისტებს მოუწევთ ბოდიშის მოხდა ჩემი ოჯახისთვის, რომლებიც სიცრუეს ავრცელებენ და მაყურებელი შეყავთ შეცდომაში!
p.s ხოლო სკეპტიკოსებს შეგიძლიათ ჩვენებებიც ნახოთ დაკავებულების და კიდევ უფრო მიხვდებით,რომ ჩემი ოჯახი ამ თემასთან საერთოდ არ არის კავშირში!,- წერს ნინი ზარქუა.
ცნობისთვის, გუშინ, კომპანია “ლაგი კაპიტალის” ამჟამინდელი ხელმძღვანელები დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების მოტყუებით დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე დააკავეს.
კომპანიას, რომელიც წარსულში „ქართული ოცნების“ დეპუტატ ირაკლი ზარქუას სიძეს, ალექსანდრე ამისულაშვილს ეკუთვნოდა, სკოლებისა და ბაღების რეაბილიტაციაზე ტენდერები ერთი მეორის მიყოლებით ჰქონდა მოგებული. გამოძიება ამტკიცებს, რომ კომპანია “ლაგი კაპიტალმა“, ტენდერები მოიგო და 94 მილიონი აიღო, თუმცა არც სკოლები ააშენა და არც ბაღები.
- ამ თემაზე ჟურნალისტური გამოძიება "შაბათის ეთერმა" ჯერ კიდევ გასულ წელს მოამზადა. იმ დროს როდესაც კომპანია "ლაგი კაპიტალმა" ტენდერები მოიგო, მას ირაკლი ზარქუას სიძე, [ცოლის ძმა] ალექსანდრე ამისულაშვილი ფლობდა. შემდეგ კი ამ კომპანიის გადაფორმება მოხდა.