ჟურნალისტური გამოძიება: მილიონები ზარქუას სიძეს - აუშენებელი ბაღები ბავშვებს
როგორ დატოვეს ბავშვები ბაღის გარეშე? - "ნოდარ მელაძის შაბათის" ჟურნალისტური გამოძიება. დგინდება, რომ საბავშვო ბაღები, რომლის ასაშენებლად საქართველოს ბიუჯეტიდან "ქართული ოცნების" დეპუტატის, ირაკლი ზარქუას სიძეს მილიონები მისცეს, ისევ დაუსრულებელია.
უფრო კონკრეტულად, გურიაში, რვა საბავშვო ბაღი, კომპანია "ლაგი კაპიტალს" უნდა აეშენებინა, ტენდერში გამარჯვებულად ეს კომპანია, რომ გამოცხადდა, მაშინ მისი წილის 50% მფლობელი, "ქართული ოცნების" დეპუტატის ირაკლი ზარქუას, დის ქმარი, ფეხბურთელი ალექსანდრე ამისულაშვილი იყო. კომპანიამ ბიუჯეტიდან გურიაში ბაღების მშენებლობისთვის ფული წინასწარ მიიღო ჯამში ერთ მილიონ 200 ათას ლარზე მეტი.
მას 50% ჰქონდა 25-25 პროცენტს ფლობდნენ ლაშა გრიგალავა და გიორგი ლომიტაშვილი. ყველამ ერთად ერთ დღეს 2023 4 სექტემბერს მთელი ეს კომპანია მოქალაქე ია რამიშვილს უსასყიდლოდ გადასცეს და მათ დანიშნული დირექტორიც პოსტიდან მოხსნეს.
"შაბათის ეთერის" ინტერესის საგანი მოქალაქე ია რამიშვილის ბიზნესსაქმიანობა იმის გამო გახდა, რომ სწორედ მასზე გადააფორმეს ტენდერებმოგებული კომპანია ირაკლი ზარქუას სიძემ და მისმა პარტნიორებმა.
ფულის ნაწილი ჩარიცხულია, ბაღები დათქმულ ვადებში არ აშენდა, ბავშვები, ვინც ახალ შენობაში სასწავლო წლის დაწყებას ელოდა ან სხვა სოფელში დაჰყვათ ან ბაღში არ დადიან.