ტრაგედია ქარელში - კაცი ხელის ტრაქტორის მართვისას გზიდან გადავარდა და დაიღუპა
ტრაგედია ქარელის მუნიციპალიტეტში - გავრცელებული ინფორმაციით, შუახნის კაცი ხელის ტრაქტორის მართვისას გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და დაიღუპა.
შემთხვევა სოფელ ბრეთში მოხდა. კაცი სოფლის განაპირას გარდაცვლილი თანასოფლელებმა ნახეს.