3-4 ოქტომბერს კოლხეთის დაბლობზე და ზემო იმერეთში ძლიერი ქარია მოსალოდნელი - სააგენტოს გაფრთხილება

01.10.25 14:55
3-4 ოქტომბერს კოლხეთის დაბლობზე და ზემო იმერეთში ძლიერი ქარია მოსალოდნელი - სააგენტოს გაფრთხილება

3 და 4 ოქტომბერს კოლხეთის დაბლობზე და ზემო იმერეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელია ძლიერი ქარი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ქარის სიჩქრემ შესაძლოა, დროგამოშვებით 25 - 28 მ/წმ-ს მიაღწიოს.

3 და 4 ოქტომბერს კოლხეთის დაბლობზე და ზემო იმერეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარემ შესაძლებელია დროგამოშვებით 25 - 28 მ/წმ-ს მიაღწიოს (საფრთხის დონე საშუალო), - ნათქვამია განცხადებაში.