"რატომ ლეწავთ მანქანის შუშას?" - ზვიად კუპრავას დაკავების კადრები (ვიდეო)
სოცილაურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს წევრის, ზვიად კუპრავას დაკავების კადრები ვრცელდება - ვიდეოში ჩანს, რომ სუს-ის სპეცოპერაციის დროს კუპრავას მანქანის მინა ჩაამტვრიეს.
"რატომ ლეწავთ მანქანის შუშას?" - ეუბნება ვიდეოში კუპრავა სუს-ს წარმომადგენლებს, რომლებიც მის დასაკავებლად მივიდნენ.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს ზვიად კუპრავა დააკავა,, მდინარაძის უწყება „ნაციონალური მოძრაობის“ და თბილისის საკრებულოს წევრს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას და პოლიციელებზე თავდასხმას ედავება.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, კუპრავა სისხლის სამართლის მუხლით არის დაკავებული.