“ქვევრის“ სკანდალი გრძელდება - ბერა ივანიშვილის ძმაკაცი რესტორანში აღსრულების ბიუროს თანამშრომლებთან ერთად მივიდა
ქვევრის სკანდალი გრძელდება - ბერა ივანიშვილის ძმაკაცი დილიდან რესტორანში აღსრულების ბიუროს თანამშრომლებთან ერთად მივიდა და მფლობლებს და მის თანამშრომლებს ტერიტორიის დატოვებას სთხოვს.
ბასლანძე ამბობს, რომ მას აქვს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, მოიჯარე მხარე არის თვითონ და მმართველობაში შპს “ქვევრი“ უნდა შევიდეს.
სამართლებრივად მივმართეთ სასამართლოს, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მოიჯარე მხარე ჩვენ ვართ და ჩვენ უნდა შევიდეთ მმართველობაში. ამდენი ხანია ვცდილობდით შესვლას და არ გამოვიდა, რის გამოც სასამართლომ მიმართა აღსრულებას, - აცხადებსს ბასლანძე.
ბასლანძის უფლებადამცველის თქმით, რადგან მესაკუთრემ არ მისცა საშუალება მოიჯარეს იჯარის უფლება განეხორცილებინა მიმართეს სასამართლოს, რომელმაც მიიღო განჩინება და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ კი აღასრულა.
შპს “დისი“ ჯგუფს და შპს “ქვევრს“ შორის, რომლის დამფუძნებელიც გახლავთ ლაშა ბასლანძე, გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლითაც შპს “ქვევრს უნდა აეღო მართვაში და მფლობელობაში ეს ობიექტი. დღემდე მესაკუთრემ ამის საშუალება არ მისცა, ანუ მოიჯარე ვერ ახორციელებდა თავის იჯარის უფლებას. ვინაიდან დღემდე გაჭიანურდა და ჩვენი უფლება, დავიწყოთ კომერციული საქმიანობა, ნებაყოფლობით მხარემ არ განახორციელა, მივმართეთ სარჩელით სასამართლოს, სასამართლომ ასეთი განჩინება გამოიტანა, რომელიც აღსრულების ეროვნულმა ბიურომ აღასრულა, - განაცხადა ბასლანძის უფლებადამცველმა.
საპირისპიროს ამბობენ ზურაბ ტიბუას ადოვაკატები და აცხადებენ, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო და სასამართლო ლაშა ბასლანძის მითითებით მოქმედებენ და გადაწყვეტილბა უკანონოა.
ძალიან გასაოცარია ეს ამბავი, იმიტომ რომ სასამართლომ ჩვენ უარი გვითხრა, იმიტომ რომ მხარე არ ასრულებს ვალდებულებას, ასევე მოვითხოვეთ ხელშეშლა მისი მხრიდან, მაგრამ მათ ჩვენ კი არ დაგვიკმაყოფილეს ჩვენი მოთხოვნა კანონიერი, არამედ იმ მხარეს დაუკმაყოფილა, რომელიც არღვევს საიჯარო ხელშეკრულების პირობებს. ამ ინციდენტის გამო, არც პასუხისგებაში მიუციათ არავინ, იცით, რომ იქ იყო მუქარა, პოლიციის რეაგირება არის ნული, სახელმწიფოს და პროკურატურის რეაგირებაც არის ნული, - ამბობს თამარ აბესაძე.