სასამართლო დარბაზები ბოლო შემოწმებას გადის - ადგილზე სუს-ის ანტიტერორისტული სააგენტო მუშაობს

01.10.25 17:23
სასამართლო დარბაზები ბოლო შემოწმებას გადის - ადგილზე სუს-ის ანტიტერორისტული სააგენტო მუშაობს

საქალაქო სასამართლო ისევ პარალიზებულია - შენობაში ბომბს ეძებენ. მთელს პერიმეტრზე სუს-ის ანტიტერორისტული სააგენტოს და პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ.

როგორც ადგილიდან "ტვ პირველის" კორესპოდენტი იტყობინება, ახლა ბოლო შემოწმებას გადის სასამართლოს დარბაზები., სადაც შეყვანილი არიან კინოლოგები. სავარაუდოდ, რამდენიმე წუთში, პროცესები განახლდება.

ამ მომენტისთვის, სასამართლოს კანცელარიაში უშვებენ მხოლოდ იმ ადვოკატებს, რომლებსაც დროში აქვთ მოსასწრები საჩივრების შეტანა.  ყველა დანარჩენისთვის სასამართლოს კარი არის დახურული. 

უკვე ვადა გვეწურება სინდისის პატიმრების საქმეზე და მოსულები ვართ, რომ ჩავაბაროთ ანდრო ჭიჭინაძის სააპელაციო საჩივარი, თუმცა საათნახევარია ველოდებით, გვეუბნებიან რომ ბომბია სასამართლოში", - ამბობს ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი. 

ცნობისთვის, ევაკუცია სასამართლოში 2 საათის წინ გამოცხადდა, რის გამოც პროცესები შეწყდა.

ბოლო ორ კვირაში ეს მესამე შემთხვევა, როცა სასამართლოში განგაშის ზარი შედის, თუმცა გამოძიებას ზარების ინიციატორი არც დაუდგენია და არც დაუკავებია.