"ოცნების" დაანონსებული რეფორმები უნივერსიტეტებისთვის - რას ამბობენ სტუდენტები

01.10.25 18:52
"ოცნების" დაანონსებული რეფორმები უნივერსიტეტებისთვის - რას ამბობენ სტუდენტები

ივანიშვილის გუნდი სასწავლო დაწესებულებების წინააღმდეგ შეზღუდვების ამოქმედებას აანონსებს. "ქართული ოცნების" განცხადებით, კონკრეტული უნივერსიტეტების სტუდენტების გადაბირებას უცხო ქვეყნის მოქალაქეები ახდენენ. "ოცნების" გუნდის წევრები ამბობენ, რომ ამ ფაქტზე მათ მკაცრი რეაგირება ექნებათ. 

სტუდენტების განცხადებით, ივანიშვილს სურს, რომ ერთი სვეტი შექმნას, სადაც ყველა იქნება ერთ ადამიანზე ჩამოკიდებული და არ უნდა, რომ სადმე თავისუფალი კერა არსებობდეს. 

უნდათ, რომ ერთი სვეტი შექმნან, სადაც ყველა იქნება ერთ ადამიანზე ჩამოკიდებული და რეალურად, არ აწყობთ, არ უნდათ, რომ არსებობდეს სადმე ერთი თავისუფალი კერაც კი. რეალურად ჩვენ ამის წინააღმდეგ ვიბრძვით, ამის წინააღმდეგ გამოვდივართ უკვე ამდენი ხანია და დარწმუნებული ვარ, ნათელი მხარე გაიმარჯვებს," - ამბობს ლაშა ჯანჯღავა. 

სტუდენტები ასევე აღნიშნავენ, რომ "ქართული ოცნება" იმ უნივერსიტეტებს ებრძვის, სადაც ასწავლიან როგორი უნდა იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყანა. მათი თქმით, "სტუდენტებთან ომი ხელისუფლებას არასდროს მოუგია". 

"ქართულ ოცნებას" ჰყავს მისი კონკრეტული უნივერსიტეტი და სტუდენტები, რომლითაც ის ინარჩუნებს კომფორტს და არიან მისი ლობისტები. თუმცა, ამავდროულად, არიან უნივერსიტეტები, სადაც ქადაგებენ ღია ჭეშმარიტებას, თუ როგორი უნდა იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყანა, სადაც ასწავლიან სტუდენტებს, თუ როგორი უნდა იყოს მათი ნების გამოხატულება და ამ ყველაფერს ებრძვის "ოცნება", ამ უნივერსიტეტებს, ამ სტუდენტებს ებრძვის და არასდროს არ მოუგია სტუდენტებთან ომი ხელისუფლებას," - განაცხადა ცოტნე მირცხულავამ.