მოწმეების ჩვენებებს შორის არსებითი წინააღმდეგობაა - ხასაიას ადვოკატი
გელა ხასაიას ადვოკატი ამბობს, რომ საქმის მასალებში არცერთი ნეიტრალური მტკიცებულება არ დევს, რაც მსიიდ აცვის ქვეშ მყოფის ბრალს დაადასტურებდა.
ომარ ფურცელაძის თქმით, ასევე არსებითი წინააღმდეგობაა მოწმეების ჩვენებებს შორისაც .
მისივე განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც ჩატარებულია, არის ერთმანეთისგან იმ დროის დაშორებით ჩატარებული, რაც შესაძლოა ართულებდეს საერთოდ ვიდეომასალის მოპოვებას რაიმე ფორმით იმიტომ, რომ გასულია თითქმის ერთი თვე შემთხვევიდან.
საქმის მასალების თანახმად არ არის წარმოდგენილი არცერთი ნეიტრალური მტკიცებულება, როგორიც შეიძლება იყოს ვიდეოჩანაწერი, როგორიც შეიძლებოდა ყოფილიყო ვიზუალური მტკიცებულება, ან რაიმე საექსპერტო კვლევა, რომელიც კვლევის ნიმუშებით დაადგენდა გელა ხასაიას კავშირს მომხდარ შემთხვევასთან.
საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც ჩატარებულია, არის ერთმანეთისგან იმ დროის დაშორებით ჩატარებული, რაც შესაძლოა ართულებდეს საერთოდ ვიდეომასალის მოპოვებას რაიმე ფორმით იმიტომ, რომ გასულია თითქმის ერთი თვე შემთხვევიდან, მათ დაგვიანებით მოითხოვეს ვიდეო მასალები.
მოწმეების ჩვენებებს შორის არის არსებითი წინააღმდეგობა. თვითონ ერთი ადამიანის, დაზარალებულის ჩვენების ერთი ნაწილი და მეორე ნაწილი არსებითად და თვისობრივად ეწინააღმდეგება ერთმანეთს.
მძიმე ბრალის წარდგენა ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ სასამართლოს არ შესძლებოდა გელა ხასაიას მიმართ გამოეყენებინა აღკვეთის ღონისძიების ნაკლებად მძიმე ფორმა," - განაცხადა ომარ ფურცელაძემ.
გელა ხასაიას 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა და მას ახლა ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას ედავება.