ქალების პროტესტი თბილისში - აქციის მონაწილეები ფილარმონიიდან პარლამენტამდე მსვლელობით მიემართებიან

01.10.25 20:42
ქალების პროტესტი თბილისში - აქციის მონაწილეები ფილარმონიიდან პარლამენტამდე მსვლელობით მიემართებიან

ქალების პროტესტი თბილისში - აქციის მონაწილეები ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიამდე მსვლელობით მიემართებიან. 

საპროტესტო მარშის მონაწილეებს მკლავზე წითელი ლენტები უკეთიათ. მათი თქმით, ეს ბრაზის სიმბოლოა, რომელსაც ქალები ატარებენ. 

აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ სინდისის ქალ პატიმრებს და ყველა ქალს, ვინც რეჟიმის რეპრესიების მსხვერპლი გახდა. ისინი სკანდირებენ: "ცეცხლი ოლიგარქიას"; "თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს".

მას შემდეგ რაც ეს პროტესტი დაიწყო, ქალები განსაკუთრებით აქტიურობენ და რა თქმა უნდა, რეჟიმის პასუხიც ქალების მიმართ არის ძალიან აგრესიული, გვყავს ქალი პატიმრები. ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლებისგან გვესმის მიზოგენური გამონათქვამები, რომ აქტივისტი ქალები თურმე ქალებს არ გვანან და ა.შ.. ძალიან ბევრი მიზეზი გვაქვს ქალებს იმისთვის, რომ გავბრაზდეთ. 

ეს აქცია არის გაბრაზებული ქალების აქცია და სოლიდარობის აქცია. ჩვენ სოლიდარობას გამოვხატავთ ქალი პატიმრების და ყველა იმ ქალის მიმართ, რომელსაც რეჟიმის რეპრესიები შეეხო...

წითელი ლენტი არის ბრაზის სიმბოლო, დღეს, აქციის მონაწილეებს გვაქვს მკლავზე გაკეთებული," - განაცხადა აქტივისტმა ელენე ქაიხოსროშვილმა. 

მსგავსი სიახლეები