ადვოკატის თქმით, პროკურატურის განცხადებაში გელა ხასაიას დაკავების დრო არასწორადაა მითითებული
თბილისის საქალაქო სასამართლოში, კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრის, გელა ხასაიას ადვოკატი ომარ ფურცელაძე იმის დასამტკიცებლად, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავების დრო არასწორად არის მითითებული, პროკურატურის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას კითხულობს.
- სასამართლო სხდომაზე მიმდინარე ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" Live-ბლოგის საშუალებით ავრცელებს.
პროკურატურის განცხადებაში მითითებულია, რომ გელა ხასაია 29 სექტემბერს დააკავეს, რაზეც პროკურორი აცხადებს, რომ სწორია ინფორმაცია, რომელიც საქმეში დევს - აქტივისტის დაკავების თარიღი 30 სექტემბერია.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში გელა ხასაიას პროცესი მიმდინარეობს.
გელა ხასაიას 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა და მას ახლა ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას ედავება.
იხილეთ ასევე: