აჭარის მთავრობის სახლთან ერთი პირი დააკავეს
საპროტესტო აქციის მიმდინარეობის დროს, აჭარის მთავრობის სახლთან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი აქციის მონაწილეებთან მივიდა და მოქალაქეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც პოლიციამ ის ადგილზე დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით დაიწყო.
[ფოტო: ipn.ge]