სასამართლოში, დღეს, ზვიად რატიანის დასკვნითი სხდომა გაიმართება

02.10.25 10:26
სასამართლოში, დღეს, ზვიად რატიანის დასკვნითი სხდომა გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, პოეტი ზვიად რატიანის დასკვნითი სხდომა გაიმართება. 

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე საბოლოო სიტყვას წარმოთქვამს. სავარაუდოდ, დასკვნითი სიტყვით ისარგებლებს ბრალდებულიც. არ არის გამორიცხული, რომ მოსამართლემ განაჩენი დღესვე გამოაცხადოს.

არაერთი საქმე შეგვიძლია ჩვენ მოვიყვანოთ, სადაც მიუხედავად იმისა, რომ ვთქვათ ადგილი ჰქონდა არა ერთჯერად სილის გაწნას, არამედ რამდენიმეჯერ პოლიციელზე ხელის დარტყმას, უზენაესმა სასამართლომ მაინც ჩათვალა, რომ ეს ქმედებები არ აღწევდა იმ ინტენსივობას, რაც შეიძლება იდენტიფიცირებული იქნეს, როგორც თავდასხმა. სწორედ ამის გათვალისწინებით, უკვე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით იმედი გვაქვს, რომ გაითვალისწინებს სასამართლო და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას," - განაცხადა "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" სისხლის სამართლის ადვოკატმა, ქეთი ჩუთლაშვილმა. 

ცნობისთვის, ზვიად რატიანი 23 ივნისს პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს დააკავეს - პოეტს პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარედგინა, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თავად რატიანი დანაშაულს კატეგორიულად უარყოფს.