ფიზიკური დაპირისპირება სასამართლოს დერეფნებში - აქტივისტები მატიაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებენ
დაპირისპირება თბილისის საქალაქო სასამართლოს დერეფნებში - სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით, ისინი მანდატურის სამსახურის უფროსს, დავით მატიაშვილს უჩივლებენ.
- გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრს, გელა ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
- პროცესზე დამსწრე მოქალაქეებს მანდატურის სამსახურის უფროსი, დავით მატიაშვილი და სხვა თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
დაპირისპირების დროს დაშავებული აქტივისტის, შუშანა მაცაბერიძის განცხადებით, მანდატურის სამსახურის თანამშრომლები ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერი ნორმაა, თუმცა ისინი "აუცილებლად მიიღებენ საკადრის პასუხს, რადგან მათი ადგილი ციხეშია".
რაც შეეხება მანდატურებს, რომლებსაც სახე კი არა ყველაფერი აქვთ დაკარგული, ადამიანებს აღარ გვანან, ცხოველები არიან უბრალოდ, ნადირები, რომლებსაც გალიიდან გაუშვებენ და სიგიჟეებს აკეთებენ, მათ ჰგონიათ, რომ ეს ყველაფერი არის ნორმა და ასე დარჩება სულ, რეალურად კი ეს მთელი უსამართლობის ბუმერანგი დაუბრუნდებათ უკან და აუცილებლად მიიღებენ საკადრის პასუხს. მათი ადგილი არის ციხეში და ჩვენ ყველა ერთად აუცილებლად შევძლებთ, რომ დავიბრუნოთ საქართველო და რუსები გავყაროთ ამ ქვეყნიდან," - ამბობს შუშანა მაცაბერიძე.
სამოქალაქო აქტივისტი მარიამ შუშანია სასამართლოს დერეფანში მომხდარ დაპირისპირებას იხსენებს და ამბობს, რომ დავით მატიაშილი მოქალაქეებს მთელი აგრესიით და გინებით დაესხა თავს. მისი თქმით, ისინი აუცილებლად უჩივლებენ მანდატურის სამსახურს.
სახედაკარგული, არაადამიანური, გამხეცებული კაცების ურდო, რომელიც თავს დაესხნენ ახალგაზრდებს, სადაც ვიყავი მათ შორის მეც და მხოლოდ და მხოლოდ ეს ყველაფერი მოჰყვა იმას, რომ დარბაზიდან გამოდიოდნენ ადამიანები. არანაირი არაფერი არ ყოფილა, არც შეძახილი არც კონფლიქტი, რომ აბა ახლა დროზე აუდეთ აქედან და ხელის კვრით და კინწის კვრით იყო გაგდება.
დავით მატიაშვილი, მანდატურების უფროსი, რომელიც არის ფიზიკურად ჩვენზე ბევრად დიდი, ადამიანი, რომელიც მთელი აგრესიით, გინებით... ანი ქავთარაძეს თმაში წვდნენ და ხეთქვა-ხეთქვით გამოიყვანეს ადამიანი. წარმოუდგენელია უბრალოდ, რა თქმა უნდა, აუცილებლად ვუჩივლებთ," - განაცხადა მარიამ შუშანიამ.
დაპირისპირებისას კიდევ ერთი დაშავებული, ნიკა კვიტატიანი, რომელსაც თვალზე დაზიანება აღენიშნება თავდამსხმელებს აფრთხილებს და მოუწოდებს "წინ იყურონ, ხვალ-ზეგ არავინ არ იცის რა მოხდება".
მოვარდნენ უცბად ეს მანდატურის თანამშრომლები, დაიწყეს შეურაცხყოფები, ჩვენზე მოწოლა, რასაც მოჰყვა დაპირისპირება სიტყვიერი და შემდეგ მატიაშვილი იყო თუ არ ვცდები, ფიზიკურ ძალადობაზე გადმოვიდა უკვე ეს ადამიანი, თვალზეც აღმენიშნება რაღაცა.
არ ვიცი ეს ადამიანები რას ფიქრობენ, დღეს აქ არიან, მაგრამ ხვალ არავინ არ იცის ეს ადამიანები სად მოხვდებიან, ცოტა წინ უნდა იყურონ ამ ადამიანებმა ხვალ-ზეგ არავინ არ იცის რა მოხდება," - ამბობს ნიკა კვიტატიანი.