კობახიძის დადგენილებით, 3 ოქტომბერი უქმე დღედ გამოცხადდა

02.10.25 12:05
კობახიძის დადგენილებით, 3 ოქტომბერი უქმე დღედ გამოცხადდა

"ქართული ოცნების" მთავრობის დადგენილებით, ადმინისტრაციული ორგანოებში დასაქმებულთათვის 3 ოქტომბერი უქმე დღედ გამოცხადდა.

დოკუმენტს ხელს ირაკლი კობახიძე აწერს. 

დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე.