რუსეთის სასამართლომ "დოჟდის" წამყვან ეკატერინა კოტრიკაძეს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

02.10.25 12:29
რუსეთის სასამართლომ "დოჟდის" წამყვან ეკატერინა კოტრიკაძეს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

მოსკოვის გოლოვინსკის რაიონულმა სასამართლომ "დოჟდის" წამყვან ეკატერინა კოტრიკაძეს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს

ჟურნალისტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე, რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელების მიზეზით, 18 ივლისს აღიძრა.

სასამართლომ დააკმაყოფილა გამომძიებლების შუამდგომლობა და კოტრიკაძეს ორი თვით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა რუსეთში ექსტრადიციის ან რუსეთში დაკავების დღიდან," - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში. 

ამასთან, რუსეთის იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, კოტრიკაძე, "დოჟდის" გენერალური დირექტორი და კიდევ ერთი ჟურნალისტი "უცხოელი აგენტების სიაში" შეიყვანეს.