სიმაღლიდან ვარდნის შედეგად კაცი გარდაიცვალა

02.10.25 12:52
სიმაღლიდან ვარდნის შედეგად კაცი გარდაიცვალა

სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა - გავრცელებული ინფრომაციით, შემთხვევა "ჰუალინგის“ დასახლებაში დღეს მოხდა.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.