რომელი ცნობილი ტიკ-ტოკერი მოხვდა გდდ-დან გამოჟონილ სიაში?
გდდ-დან გამოჟონილ სიაში, რომელიც სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება და სადაც აქტივისტების მტკიცებით, ის სპეცრაზმელების სახელები და გავრებია, ვინც სისხლიანი მოვლენების უკან იდგა, ცნობილი ტიკტოკერი ირაკლი სოლოღაშვილი მოხვდა.
სოლოღაშვილი არის პირი, რომელიც მის სოციალურ პლატფორმებზე ხშირად ავრცელებდა გდდ-ს ყოფილ ხელმძღვანელებზე და მარბიელებზე დაედითებულ ვიდეოებს და საზოგადოებას მათ დადებით კონტექსშტი უჩვენებდა.
დღეს დილიდან ფაილები, რომელიც წესით მხოლოდ სუს-ში იყოს დაცული, სოციალურ ქსელშია გავრცელებული. მოქალაქეებმა არა ერთი სპეცრაზმელი ამოიცნეს, რომლებიც მათი თქმით, ნოემბერ-დეკემბერში, მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევაში იღებდნენ მონაწილეობას.
დღეს მხოლოდ სიის ერთი ნაწილია გავრცედა, თუმცა ლევან ბესელია, ვისი სახელითაც მონაცემები აიტვირთა, აანონსებს, რომ ლუსტრაციის პროცესი დაიწყო და მალე ყველა გვარი საჯარო გახდება.