ნენსი ვოლანდი მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაიკითხა

02.10.25 13:44
ნენსი ვოლანდი მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაიკითხა

ჯგუფ "დაიტოვეს" დამფუძნებელი, ნენსი ვოლანდი მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაიკითხა. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქტივისტს კითხვები მის Facebook გვერდზე დაწერილ პოსტებთან დაკავშირებით დაუსვეს. 

ნენსი ვოლანდის თქმით, მისი გამოკითხვა ადამიანების დაშინებას ემსახურებოდა იმისთვის, რომ "ადამიანებს უბრალოდ არ მოუნდეთ გარეთ გასვლა და პროტესტის გამოხატვა".

მე რა დასკვნაც გამოვიტანე ამ სამი საათიდან, თუ რამდენიც იყო, იყო ის, რომ ეს ყველაფერი ემსახურება ადამიანების დაშინებას და იმას, რომ ადამიანებს აღარ მოუნდეთ პროტესტის გამოხატვა, ისე როგორც იყო ჩვენ წარსულში, შორეულ წარსულში, მადლობა ღმერთს. მაგრამ იგივეს გაკეთება უნდათ ახლა, რომ ადამიანებს უბრალოდ არ მოუნდეთ გარეთ გასვლა და პროტესტის გამოხატვა," - ამბობს ნენსი ვოლანდი.