ზვიად რატიანი: ციხეში არც კუთვნილ პაემანს მინიშნავენ, არც ბლოკნოტი და კალამი შემოდის

02.10.25 15:39
ზვიად რატიანი: ციხეში არც კუთვნილ პაემანს მინიშნავენ, არც ბლოკნოტი და კალამი შემოდის

"უკვე ერთი თვეა ყველა წერილი რაც შემოდის, გახსნილი, ნათითურებიანი და დასკოჩილია"-  ამის შესახებ დაპატიმრებულმა პოეტმა და მთარგმნელმა ზვიად რატიანმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა. 

მისი თქმით, ამ ფაქტებს საეჭვოდ დაემთხვა ახალი დირექტორის დანიშვნას.

მესამე კვირაა ციხეში არც კუთვნილ პაემანს მინიშნავენ, არც ბლოკნოტი და კალამი შემოდის, ვერც ციხის მაღაზიაში ვყიდულობ. არ მაქვს ხმის მიწვდენის საშუალება. საეჭვოდ დაეთხვა ახალი დირეატორის დანიშვნა", - თქვა სასამართლოზე ზვიადმა.

ზვიად რატიანის საქმეზე განაჩეენი 9 ოქტომბერს გამოცხადდება.

ინფორმაციისთვის, ზვიად რატიანს პოლიციელ თეიმურაზ მეშველაშვილზე თავდასხმას ედავებიან. ბრალდების მხარის მტკიცებით, რატიანმა თეიმურაზ მეშველაშვილს სახის არეში ხელი დაარტყა.

ცნობისთვის, პოეტი ზვიად რატიანი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 23 ივნისს დააკავეს.

ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.