"იქნება გოჭი [სავარაუდოდ ფული]"- ექს მოსამართლე ამტკიცებს, რომ დეპუტატის მამის საქმე "ზემოდან დალაგდა"

02.10.25 18:28
"იქნება გოჭი [სავარაუდოდ ფული]"- ექს მოსამართლე ამტკიცებს, რომ დეპუტატის მამის საქმე "ზემოდან დალაგდა"

როგორ მიიღო გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ ბადრი წილოსანის საქმეზე?- ექს მოსამართლის, ბესარიონ  ალავიძის სკანდალური ჩანაწერის კიდევ ერთი ეპიზოდი ხდება საჯარო. 

ყოფილი მოსამართლე ჰყვება, როგორ  და ვისი  გავლენების შედეგად იქნა მიღებული „ოცნების“ დეპუტატის ნინო წილოსანის მამის სასარგებლოდ გადაწყვეტილება.

საქმე ეხება  "ვაგონ შემკეთებელ  ქარხანას“ და მის დამფუძნებელს ბადრი წილოსანს, რომელსაც 65 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვას ედავებოდნენ.

საქალაქო სასამართლომ წილოსანის მამა გაამტყუნა, ალავიძის მტკიცებით კი შემდეგ ინსტანციებში საქმე "წილოსანების სასარგებლოდ დალაგდა".

ალავიძე პირდაპირ ამბობს, რომ სწორედ იმ მოსამართლესთან იყო კომუნიკაცია, ვისაც დაეწერა ბადრი წილოსანის საქმე და მას უთხრეს, რომ ეს ყველაფერი „ზევიდან იყო დალაგებული.“ მისივე თქმით, შეთავაზებული იყო ქრთამიც.

არ ვარ დარწმუნებული, რამდენად სწორად გადავწყვიტეთ წილოსანის საქმე. ეგ საქმე იყო მოგვარებული. ძლიერიშვილიც ამბობდა თვითონ, რომ კონტაქტზე გამოვიდნერნ ჩემთანო და  ჩემთან იყო მოსული ვახტანგი თორდია და მთხოვა, თუ მოაწერ ხელს, მურუსიძესთან დაგილაგებ საქმესო, რაღაც გოჭი იქნებაო და გოჭში ალბათ თანხა იგულისხმა", - ამბობს ალავიძე ჩანაწერში.

65 მილიონის ლარის მითვისება-გაფლანგვის საქმეზე "ოცნების" დეპუტატ ნინო წილოსანის მამა, ბადრი წილოსანი და მასთან ერთად ამ საქმეში ბრალდებული პირები სააპელაციო სასამართლომაც გაამართლა.

პალატამ განაჩენი გასული წლის 4 სექტემბერს გამოიტანა. სააპელაციომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენი უცვლელი დატოვა.

  • ალავიძის სკანდალურ ჩვენებას კახა წიქარიშვილი აქვეყნებს. ბესო ალავიძემ კი ქვეყანა უკვე დატოვა და თავშესაფარი სხვა ქვეყანაში მოითხოვა.