მუქარა უნივერსიტეტების წინააღმდეგ

02.10.25 21:30
მუქარა უნივერსიტეტების წინააღმდეგ

მუქარა უნივერსისტეტების წინააღმდეგ - სასწავლებლები, სადაც ქართულმა ონცებამ სტუდენტებზე და ლექტერობზე გავლენა ვერ მოახდინა, ირკევვა, რომ სუსის სამიზნე ხდება. მამუკა მდინარაძე უნივერსიტეტებს რადიკალიზმის დაფინანსებას აბრალებს. მსგავსი რიტორიკა გაჟღერდა დღეს საპარლამენტრო ტრიბუნიდანაც. ივანიშვილის კარის პოლიტიკოსები გვიანონსებენ, რომ საქმეს სუსი შეისწავლის.

თავდასხმებისა და შეტევების ახალი სერია სტუდენტებს უჩენს განცდას, რომ უწყვეტი პროტესტით განრისხებული ივანიშვილი, ყველა თავისუფალი სივრცის ჩახშობას ცდილობს. სწორედ ამიტომ იქცნენ სამიზნედ უნივერსიტეტები, რომლებიც ახალგაზრდებს დემოკრატიულ ღირებულებების ერთგულებას ასწავლიან.

“ჩვენი სიმართლე უფრო ძლიერია, ვიდრე მათი პროპაგანდა“ - ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ შეტევას საქართველოს უნივერსიტეტი, რომელსაც ივანიშვილის გუნდი თავს მორიგ ჯერზე დაესხა. ამბობენ, რომ მათი საქმიანობა გამჭვირვალეა, კონსპირაციული თეორიების საფუძველი კი არ არსებობს.

გადადგამს თუ არა რადიკალურ ნაბიჯებს „ოცნება“  გავლენებს მიღმა მყოფი უნივერსიტეტების წინააღმდეგ? - დეტალები ნახეთ, ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.