გაუშვებენ თუ არა ციხეში ზვიად კუპრავას? - სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს

02.10.25 21:40
გაუშვებენ თუ არა ციხეში ზვიად კუპრავას? - სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს

გაუშვებენ თუ არა ციხეში ზვიად კუპრავას? სასამართლო ცოტა ხანში საკრებულოს დეპუტატისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს.

კუპრავას ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას და   სუს-ის თანამშრომლების მიმართ წინააღმდეგობას ედავებიან, საქმე ეხება ფეისბუქში გავრცელებულ ჩანაწერს.

პროკურატურა კუპრავასთვის პატიმრობას ითხოვს. დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

არანაირი მოლოდინი არ მაქვს, რადგან პირდაპირ ნათელია, რომ შუაღამეს რისთვის ჩაინიშნა პროცესი, მოსამართლეს საკმარისი დრო და საშუალება ჰქონდა იმისთვის, რომ პროცესი ჩანიშულიყო და აღკვეთი ღონისძიება განეხილა თუნდაც ხვალ. ვფიქრობ, რომ სასამართლო გამოიყენებს პატიმრობას. ზვიადი თავს უდანაშულოდ ცნობს და ბრალდება უსაფუძვლოდ ა უსუსურია, - ამბობს ადვოკატი.