გრძნობს თუ არა თავს უსაფრთხოდ სკანდალური ვიდეო ჩანაწერის გავრცელების შემდეგ - რას ამბობს ყოფილი მოსამართლე
გრძნობს თუ არა თავს უსაფრთხოდ სკანდალური ვიდეო ჩანაწერის გავრცელების შემდეგ -უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ამბობს, რომ ამჟამად მას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მისი პირადი უსაფრთხოება მნიშვნელოვანი არ არის.
როგორც ალავიძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, “უფრო მნიშვნელოვანია იმ მოსამართლეების უსაფრთხოება, რომლებიც დღეს კეთილსინდისიერად ახორციელებენ მართლმსაჯულებას და არიან მსგავსი წნეხის ქვეშ.“
ამჟამად თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ, მაგრამ ჩემი პირადი უსაფრთხოება არ არის მნიშვნელოვანი, უფრო მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის გადარჩენა და იმ მოსამართლეების უსაფრთხოება, რომლებიც დღეს კეთილსინდისიერად ახორციელებენ მართლმსაჯულებას და არიან მსგავსი წნეხის ქვეშ,- განაცხადა ალავიძემ.