იურისტი ყოფილი მოსამართლის სკანდალურ ჩანაწერზე: სამართლებრივ სახელმწიფოში ეს მინიმუმ გამოძიების დაწყების საფუძველი უნდა იყოს
იურისტი ომარ ფურცელაძე ამბობს, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში, უზენაესის სასამართლოს ყოფილი მოსამართლის სკანდალური ჩანაწერის შემდეგ, მინიმუმ მეორე დღესვე დაიწყებოდა გამოძიება და გამოიკითხებოდნენ ის ადამაინები, ვისზეც ალავიძე ჩანაწერში საუბრობს.
იურისტი ამბობს, რომ მიუხედავად იმის, რომ 303-ე მუხლის საფუძველზე, შესაძლებელია ახლად გამოვლენილი გარემოებების გამო გადაწყვეტილების გადახედვა, მას არ აქვს იმედი, რომ ეს მოხდება არსებულ სამართლებრივ სივრცეში.
“ბესოს მიერ ნახსენები ადამიანების გამოიკითხვა და ამ ინფორმაციების შემოწმება, პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული“,- თქვა მან გადაცემა “რეაქციაში“.
ძალიან ვწუხვარ რომ ბატონ ბესარიონს და დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი ადამიანი არსებობს, უწევს კონკრეტული ხელისუფლების ცვლილების ლოდინი, რომ მართლმსაჯულების პროცესში მიიღებს მონაწილეობას და მის ჩვენებას რეაქცია მოჰყვება. ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში საჯაროდ გაჟღერებული ცნობები, მინიმუმ გამოძიების დაწყების საფუძველია, სახელმწიფოს, რომელსაც აქვს ამბიცია, რომ ის არის სამართლებრივი, ჩვენ დილით პირველ რიგში უნდა გვხვდებოდეს განცხადება, რომ დაწყებულია გამოძიება, ბესოს მიერ ნახსენები ადამიანები გამოიკითხებიან და ეს ინფორმაციები შემოწმდება, ეს პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. მე არავის შევიყვან შეცდომაში და არ ვიტყვი იმას, რომ ამ სამართლებრივი თანმიმდევრობის, რასაც მე და ირაკლი ვსაუბრობდით, იქ 303-ე მუხლით შესაძლებელია ახლად გამოვლენილი გარემოებების გამო გადაწყვეტილების გადახედვა, ჩვენ არ გვგონია და მოდი ვთქვათ, რომ ძალიან დაბალია იმის ალბათობა, რომ ეს ყველაფერი მოხდება და მოხდება ამ სამართლებრივ რეალობაში, - განაცხადა ფურცელაძემ.