პროდუქტებზე ფასები რეკორდულად გაიზარდა - ინფლაცია 4.8%-მდე აღწევს

03.10.25 11:51
პროდუქტებზე ფასები რეკორდულად გაიზარდა - ინფლაცია 4.8%-მდე აღწევს

საქსტატის ანგარიშით, სექტემბერში საქართველოში ფასების დონე წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.8%-ით გაიზარდა - ეს 2023 წლის აპრილის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ინფლაციის ძირითადი მამოძრავებელი კვლავ სურსათი და უალკოჰოლო სასმელებია, სადაც ფასებმა 11.9%-ით მოიმატა. ყველაზე მეტად გაძვირდა ხილი და ყურძენი (+25%), ბოსტნეული (+19.5%), ზეთი და ცხიმი (+16.4%), შაქარი და ტკბილეული (+15.1%).

ჯანდაცვაში ფასები წლიურად 9%-ით გაიზარდა, განსაკუთრებით საავადმყოფოებისა და ამბულატორიული მომსახურების მიმართულებით.

ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე ფასები 4.1%-ით გაიზარდა, მაშინ როცა ტრანსპორტის ხარჯები 2.1%-ით შემცირდა.