რა მოხდება, როცა ივანიშვილის რეჟიმი დასრულდება? - ბურჭულაძე 4 ოქტომბერთან დაკავშირებით მოქალაქეებს მიმართავს
მასშტაბურ აქციამდე ერთი დღით ადრე მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე მოქალაქეებს 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე მისვლისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, დაგეგმილი შეკრება ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა, რომლის მიზანია რეჟიმის დასრულება და ქვეყნისთვის თავისუფლების დაბრუნება.
ბურჭულაძემ ხაზი გაუსვა, რომ აქციის შემდეგ სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირებას საფრთხე არ შეექმნება - ყველა სტრუქტურა, მათ შორის ჯანდაცვა, სოციალური უზრუნველყოფა და უსაფრთხოების სამსახურები, ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას.
მეგობრებო, 4 ოქტომბრამდე საათებია დარჩენილი, ქართველი ხალხის ეპოქალურ გამარჯვებამდე. ჩვენ ვიკრიბებით რუსთაველზე, რათა ქართველმა ხალხმა დაიბრუნოს ივანიშვილის მიერ მიტაცებული ხელისუფლება. მოგიწოდებთ ყველას, ვისაც გსურთ ღირსეული და თავისუფალი საქართველო, მოდით ყველანი 4 ოქტომბერს 16:00 საათზე რუსთაველზე. არავინ იფიქროთ, რომ სხვისი მისვლა საკმარისია.
გარდა ამისა, გვინდა, გავაკეთოთ ერთი განცხადება: ხშირად გვეკითხებიან, რა მოხდება, როცა ივანიშვილის რეჟიმის დასრულდება? მინდა, გითხრათ, რომ ვიღეთ პსუხისმგებლობას: არცერთი სახელმწიფო ინსტიტუციის ფუნქციონირება არ შეფეხდება. თუ რომელიმე მინისტრი ან მაღალჩინოსანი გაიქცევა, ეს არ გამოიწვევს ფუნქცირების კოლაფსს. უფრო მეტიც, ამის შედეგად კოლაფსი მცირე ხნითაც კი არ შეიქმნება. ყველა სახელმწიფო სასიცოცხლო სერვისი, ისეთი, როგორიც არის ჯანდაცვა, ხელფასებისა და საპენსიო უზრუნველყოფა, მართლწესრიგი თუ სხვა, გარანტირებული იქნება. ხაზგამისთ გვინდა, აღვნიშნოთ, სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობას უზრუნველყოფენ არა მხოლოდ მინისტრები, არამედ უწყებებში უამრავი სხვადასხვა პოზიციებზე განაწილებული პროფესიონალები. ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ მოლოდინი, არამედ ზუსტად ვიცით, რომ ეს ადამიანები გააგრძელებნ თავიანთი ფუნქციების შესრულებას. ამიტომ ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული.
4 ოქტომბერს 16:00 საათზე რუსთაველზე მოდით ყველანი, მიიღეთ მონაწილეობა ამ ისტორიულ ეროვნულ კრებაში. ერთად შევქმნათ ახალი საქართველო, დავასრულოთ ივანიშვილის რეჟიმი, დავუბრუნოთ ჩვენი სამშობლო, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.