"ჩადებდნენ იარაღს და "სროკზე" მეყოლებოდა შვილი" - გელაძის უწყებას ტერორში ადანაშაულებენ

03.10.25 14:13
"ჩადებდნენ იარაღს და "სროკზე" მეყოლებოდა შვილი" - გელაძის უწყებას ტერორში ადანაშაულებენ

გორში მცხოვრები კაცის, აკო ფიცხელაურის ოჯახი შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერორსა და ზეწოლაში ადანაშაულებს - ოჯახის წევრების მტკიცებით, მოქალაქე ამის გამო იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა. 

ახალგაზრდა ბიჭის დედა ამბობს, რომ აკო ფიცხელაურის მანქანას ღამით პოლიციელები უთვალთვალებდნენ.

ფიცხელაურის დედა ეჭვობს, რომ შსს-ს თანამშრომლები მისი შვილის მანქანაში იარაღის ჩადებას აპირებდნენ - "დილით სროკზე მეყოლებოდა შვილი".

"პირველებმა" მოიპოვა კადრები, სადაც ჩანს რამდენიმე პირი, რომელიც მანქანის სიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ, ადგილიდან გარბის - ოჯახის ინფორმაციით, კადრებში ერთ-ერთი პირი შიდა ქართლის პოლიციის დეტექტივების უფროსი გიორგი პატიაშვილია, ხოლო მეორე ასევე პოლციელი ალექსანდრე თოფჩიშვილი.

აღნიშნული კადრები ოჯახმა მათი მეზობლის სათვალთვალო კამერიდან ამოიღო - არსებობს კიდევ სხვა კადრებიც, თუმცა როგორც ფიცხელაურის დედა ამბობს, მეორე მეზობელმა კადრების გადაცემა ვერ შეძლო, რადგან მათზე პოლციიელების მხრიდან მუქარა განხორციელდა. 

მაინტერესებს, რას ეძებდნენ, მანქანაში რამის ჩადება უნდოდათ, რა უნდოდათ? სიგნალიზაცია რომ არ ჩართულიყო რაღაცას ჩადებდნენ მანქანაში, ან იარაღს, ან რაღაცას და დილით ჩემი შვილი სროკზე იქნებოდა. ღამის 4-ის ნახევარზე რა უნდოდა პოლიციელს აქ და უსირცხვილოდ გარბის ამ ქუჩაზე და მისდევს 4 პოლიციელი და რა, მე კრიმინალი შვილი და მთელი ოჯახი მივსდევთ პოლიციელებს? გავხსენით კამერები მეზობლებმა მოგვცეს. ბოლო კამერა სადაც მანქანა უყენია,  იმ მეზობელმა მითხრა კამერას მოგცემო, მაგრამ ვერ მომცეს, მითხრა, იმიტომ, რომ დამემუქრნენო. ამას მუნდირი არ უნდა ეცვას, ეს არ არის იმ მუნდირის შესაფერისი კაცი", - ამბობს დედა.