მოქალაქეებმა მანდატურებს უჩივლეს

03.10.25 15:46
მოქალაქეებმა მანდატურებს უჩივლეს

მოქალაქეებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა სასამართლოს მანდატურების წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყეს - სარჩელი პროკურატურაშია.

ოქალაქეები, რომლებიც ამბობენ, რომ დავით მატიაშვილის და სხვა მანდატურების ძალადობის მსხვერპლი გახდნენ, პროკურატურაში ჩივიან. სამოქალაქო აქტივისტებმა გვარაკიძის უწყებას უკვე მიმართეს ოფიციალური საჩივრით. 

არსებობს მანდატურების ძალადობის ამსახველი ვიდეო მტკიცებულებებიც. მოქალაქეების ნაწილს ამ დრომდე ეტყობა სასტიკი ანგარიშსწორების კვალი.

ჩვენ შეგვაქვს საჩივარი, რომ მოხდეს დოკუმენტირება აი ამ მანდატურების თავზეხელაღებული დანაშაულებებისა, იმის რაც კასკასურად გაგრძელდა და მარბიელი რაზმის სახე მიიღო სახელმწიფო უწყების შიგნით. ძალიან მალე მოხდება რეჟიმის ცვლილება, მათ პასუხი უნდა აგონ სამართლიანი სასამართლოს წინაშე", - ამბობს ანა ქავთარაძე.