შატალოვას მკვლელობის საქმე - "პირველების" ინფორმაციით, დაკავებულია კიდევ ერთი პირი

19.10.21 11:01
შატალოვას მკვლელობის საქმე - "პირველების" ინფორმაციით, დაკავებულია კიდევ ერთი პირი

ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმე - "ტვ პირველის" ინფორმაციით, პოლიციამ კიდევ ერთი პირი, 44 წლის ლევან რაჯავი, დააკავა. 

"ტვ პირველის" ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალის მკვლელობიდან მალევე პოლიციამ ორი პირი, 37 წლის ბაჩუკი ლატარია და 33  წლის ბიძინა ხასია, დააკავა. რაჯავს კი ხელბორკილები ნაქირავებ ბინაში გუშინ დაადეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს 25 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე სულ სამი პირი ყავს დაკავებული, თუმცა მათთვის ბრალის წარდგენა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ადვოკატების თქმით, საგამოძიებო ორგანოს მტკიცებულებები არ აქვს. 

არსებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც მკვლელობის საქმეზე პირდაპირი მტკიცებულებები ვერ იპოვეს, უწყებამ გამოძიება ნარკოტიკების შეძენა-შენახვის მუხლით დაიწყო, თუმცა გამოკითხვისას დაკავებულებს შატალოვას მკვლელობის ამსახველ ვიდეოებს აჩვენებდნენ და დანაშაულის აღიარებას მოითხოვდნენ. 

ოჯახის პროტესტის შემდეგ, პროკურატურისგან მოგვეწოდა ინფორმაცია, სადაც სულ სხვა მუხლებზეა საუბარი. ბიძინა ხასიას დანაშაულის დაფარვას ედავებიან, თუმცა მან არ იცის, რას ედავებიან - მკვლელობის, თუ ნარკოდანაშაულის დაფარვას.  მას არარსებული დანაშაულის აღიარებას სთხოვდნენ - კამერებში უნდა ამოეცნო მისთვის უცნობი პირი - ანუ მკვლელი. რადგან ბიძინა ხასიას არანაირი შემხებლობა არ აქვს ამ მკვლელობასთან, ის ვერავის ამოიცნობდა. 

აჩვენებდნენ შატალოვას მკვლელობის კადრებს, რა შუაშია მკვლელობა, როცა სხვა მუხლით დააკავეს?!"- ამბობს ადვოკატი სოსო კორკელია.

კიდევ ერთი უფლებადმცველის, გიორგი ლაღიძის, თქმით, დაკავებულ ბაჩუკი ლატარიას პოლიცია აიძულებდა, რომ მკვლელობა ეღიარებინა: 

ბაჩუკი ლატარიას ანახებდნენ ქალის მკვლელობის ამსახველ ვიდეოს და ეუბნებოდნენ, რომ ანასტასია მან მოკლა"- აღნიშნავს დაკავებულის ადვოკატი. 

ანასტასია შატალოვა თბილისში, გაზაფხულის ქუჩაზე, გუშინ გვიან ღამით მოკლეს. საქმესთან დაკავშირებით სამართალდამცველები ახალგაზრდა ქალის შვილის მამასთან, ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის ბინაში, იმყოფებოდნენ და ადგილიდან კომპიუტერები ამოიღეს. 

დაახლოებით 1 წლის წინ შატალოვამ თქვა, რომ ბერიძე მას შვილი ნახვის უფლებას არ აძლევდა, რის გამოც მის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყო.

 

მსგავსი სიახლეები