ექსკლუზივი - თბილისში ჩაცხრილული ქალის საქმეზე 2 პირი დააკავეს

სასტიკი მკვლელობა თბილისის ცენტრში - "პირველების" ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 25 წლის ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე 2 პირი დააკავა.
"ტვ პირველისთვის" ცნობილი ხდება დააკავებულების ვინაობა - ჩვენი ინფორმაცით, პოლიციის განყოფლებაში უკვე რამდენიმე საათია, ჰყავთ გადაყვანილი, 37 წლის ბაჩუკი ლატარია და 33 წლის ბიძინა ხასია.
ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ბაჩუკი ლატარია შატალოვას მკვლელობას ბრალდებით დააკავეს. ბიძინა ხასიას კი სასტიკ დანაშაულში თანამონაწილეობას ედავებიან.
რა შეხება ჰქონდათ ქალთან დაკავებულებს, უცნობია. პოლიცია მუშობს ვერსიაზე, რომ შესაძლოა, მათ მკვლელობა დაკვეთით შეასრულეს.
"პირველებს" წყარო უყვება, რომ ბაჩუკი ლატარია და ბიძინა ხასია საბურთალოზე მომხდარი მკვლელობიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, გლდანში, სპეცოპერაციის შედეგად აიყვანეს. ორივე მათგანი მეგობრები არიან.
თბილისის ცენტრში გუშინ გვიან ღამით მოკლული 25 წლის ქალი ანასტასია შატალოვაა. ქალს სადარბაზოსთან ჩაუსაფრდნენ და 7 ტყვია ესროლეს. 1 წლის წინ შატალოვა ამბობდა, რომ ზურაბ ბერიძე მას შვილი ნახვის უფლებას არ აძლევდა.
ამ წუთებში სამართალდამცველები ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის ბინაში ჩხრეკას ატარებენ.
სასტიკ მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.