17 ქვეყნის 35 ქალაქი და ემიგრანტების დიდი სამზადისი 4 ოქტომბრისთვის

03.10.25 17:27
17 ქვეყნის 35 ქალაქი და ემიგრანტების დიდი სამზადისი 4 ოქტომბრისთვის

17 ქვეყნის 35 ქალაქი და ემიგრანტების დიდი სამზადისი - 4 ოქტომბრის მასშტაბურ შეკრებას სოლიდარობას ქვეყნის საზღვრებს გარედანაც გამოუცხადებენ. ემიგრანტები ხვალ ქუჩაში გამოვლენ.

საქართველსო მოქალაქეები აქციების გასამართად ემზადებიან მათ შორის ბერლინში, პარიზში, ბარსელონასა და ნიუ იორკშიც. 

არ დავუშვებთ, რომ საქართველოში გაბატონდეს რუსული რეჟიმი - ამბობენ საქართველოდან იძლებით ემიგრაციაში წასული მოქალაქეები. 

ეს აქცია იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენმა ქართველმა აქტივისტებმა, რომლებიც უკვე 300 დრეზე მეტია საქართველოში იბრძიან ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, დაინახონ, რომ ისინი მარტო არ არიან 4 ოქტომბერს ამ ბრძოლაში და საერთაშორისო საზოგადოებას კიდევ ერთხელ დავანახოთ, რომ ჩვენი არჩევანი არ არის ის, რაც  საქართველოში ხდება, რომ საქართველომ არ დაკარგოს არჩევანის უფლება. ჩვენ ვერ შევეგუებით, ვერ ვიჯდებით სახლში და ვერ ვუყურებთ ასე შორიდან იმას, რაც ხდება საქართველოში. არ დავუშვებთ, რომ საქართველოში გაბატონდეს რუსული რეჟიმი და საქართველომ კიდევ ერთხელ დაკარგოს თავისი თავისუფლება. აუცილებლად დადგება ის შედეგ, რაც ჩვენ, ქართველ ხალხს გვსურს. ამიტომ უნდა ვიბრძლოთ", - ამბობს ემიგრანტი. 

პარალელურად, კი სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოები, სადაც მოქალაქეები ამბობენ, რომ მათ ახლობლებს საქართველოში შემოსვლა უჭირთ.  ემიგრანტებს, ვისაც საქართველოში დაბრუნება უნდათ, საზღვარზე აჩერებენ და აფერხებენ.