ცესკოს შეფის სკანდალური აღიარება - ბიულეტენებიდან მარკერი ჟონავდა, ხვალაც გაჟონავს

03.10.25 21:24
ცესკოს შეფის სკანდალური აღიარება - ბიულეტენებიდან მარკერი ჟონავდა, ხვალაც გაჟონავს

არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა ფაქტობრივად აღიარა, რომ ბიულეტენები წინა არჩევნებზეც „ჟონავდა“ და იგივე რისკი ახლაც არსებობს. მიუხედავად ამისა, საარჩევნო ადმინისტრაცია ბიულეტენის ფურცლის შეცვლას არ გეგმავს. გამოსავლად კალანდარიშვილმა გადაწყვიტა, ხმის მთვლელ აპარატებს ზემოდან ქაღალდის ფურცელი გადააფაროს, რის გამოც ფარულობის დაცვა ახლა მხოლოდ ერთ ფურცელს არის მინდობილი.

ამ პირობებში ოპოზიციური ბლოკი „ლელო – ძლიერი საქართველო“ აცხადებს, რომ ბრძოლას არჩევნებში მაინც გააგრძელებს და ხმების დასაცავად მაქსიმალურ მობილიზაციას მოახდენს. პარტიის წევრები მთელი დღის განმავლობაში ამომრჩევლებს ტელეფონით უკავშირდებიან. თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი კუპრაძე მოქალაქეებს პირადად ურეკავს და არჩევნებზე მისვლის აუცილებლობას ახსენებს.

4 ოქტომბერი ერთდროულად გახდება არჩევნებისა და პროტესტის დღე. „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ საარჩევნო მონაწილეობა პროტესტს ხელს არ უშლის და მოქალაქეებს ოპოზიციური კანდიდატების მხარდასაჭერად მისვლას მოუწოდებს.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.