ამომრჩეველთა იძულება და მუქარები შიდა ქართლში - გელაძის უწყება სკანდალშია
გელა გელაძის თანამშრომლები შიდა ქართლში „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ამომრჩეველთა ხმების იძულებით მოპოვებაში არიან მხილებულები. ადგილობრივების თქმით, პოლიციის მაღალჩინოსნები ქუჩა-ქუჩა დადიან და მოქალაქეებს პირდაპირ აშინებენ, რომ თუ ივანიშვილის გუნდს მხარდაჭერას არ გამოუცხადებენ, მრავალწლიანი პატიმრობა ელით.
მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადამიანები ყვებიან, რომ სამართალდამცველები დაუმორჩილებელ მოქალაქეებს რეპრესიებით ემუქრებიან. მათი თქმით, პოლიცია სხვადასხვა მეთოდს იყენებს იმისთვის, რომ „ურჩი“ მოქალაქეები დააშინონ და საჭიროების შემთხვევაში მათი დაკავებაც კი სცადონ.
სკანდალური შემთხვევის ერთ-ერთი მაგალითია ქვეყნიდან იძულებით წასული აკო ფიცხელაური. მისი დედა აცხადებს, რომ შვილის მიმართ რეპრესიები დაიწყო მას შემდეგ, რაც მან პოლიციის უკანონო მოთხოვნას არ დაუმორჩილდა. ქალის თქმით, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ფიცხელაურის ავტომობილში ცეცხლსასროლი იარაღის ჩადებასაც კი გეგმავდნენ.
ვრცლად ნახეთ ირაკლი ბახტაძის რეპორტაჟში.