„ემიგრანტები საქართველოსთვის“ - 17 ქვეყანაში ქართველები 4 ოქტომბერს სოლიდარობის აქციებს გამართავენ

03.10.25 21:28
„ემიგრანტები საქართველოსთვის“ - 17 ქვეყანაში ქართველები 4 ოქტომბერს სოლიდარობის აქციებს გამართავენ

4 ოქტომბერს თბილისში დაგეგმილი მასშტაბური აქციის პარალელურად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველები სოლიდარობის ნიშნად ქუჩაში გამოვლენ.

„ემიგრანტები საქართველოსთვის - ძალა ერთობაშია“ - ამ ლოზუნგის გარშემო გაერთიანებული დიასპორის წარმომადგენლები ერთი და იმავე გზავნილს გააჟღერებენ: მათ სურთ ცვლილებები და საქართველოს ევროპული მომავალი.

რომში, სიდნეში, ჰელსინკში, ამსტერდამში, ბერლინში, პარიზში, ბარსელონაში, ნიუ-იორკში, პრაღასა და კიდევ 26 ქალაქში ქართველები ივანიშვილის ხელისუფლებას ემიგრაციიდან შეახსენებენ, რომ ხალხის ნებას წინ ვერაფერი დაუდგება და ქვეყნის მომავალზე საბოლოო სიტყვა მოქალაქეებს ეკუთვნით.

ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.