სამთავრობო კვარტალში პოლიციის ლენტებს აბამენ - რას უკავშირდება საგანგებო ზომები

03.10.25 20:35
სამთავრობო კვარტალში პოლიციის ლენტებს აბამენ - რას უკავშირდება საგანგებო ზომები

სამთავრობო კვარტალში პოლიციის ლენტებს აბამენ. თავისუფლების მოედნის მიმდებარე ქუჩებზე საპარკინგე ადგილები მთლიანად ჩაკეტეს. მოსახლეობას, ვინც ადგილზე ცხოვრობს, სთხოვენ მანქანების გაყვანას და მიზეზს არ უხსნიან. საგანგებო ზომები იმ ქუჩებზე მიიღეს, რომელიც რუსთაველის გამზირს უკავშრიდება.

"პირველებს" კითხვას, რას ემსახურება საგანგებო ზომები, პოლიციის ნაწილი არ პასხობს, მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ სამზადისი დაანონსებულ აქციას უკავშირდება. 

არ ვაჩერებინებთ მანქანებს საჭიროებიდან გამომდინარე, აქციასთან დაკავშირებით მობილიზებულია შსს-ს მანქანები და რომ ვუზრუნველყოთ საზოადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება, საჭიროა, რომ ასე იყოს თავისუფალი გზა, - ამბობს ერთ-ერთი სამართალმდაცველი. 

რა ხდება სამთავრობო კვარტალში ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის ჩართვაში.