ჩუღურეთის მეთორმეტე საარჩევნო უბანი 08:02 საათზე გაიხსნა

04.10.25 08:13
ჩუღურეთის მეთორმეტე საარჩევნო უბანი 08:02 საათზე გაიხსნა

ჩუღურეთის მეთორმეტე საარჩევნო უბანი 08:02 საათზე გაიხსნა.

რამდენიმე წუთიანმა დაგვიანებამ მცირე რიგი შექმნა, რამაც მოქალაქეების უკმაყოფილება გამოიწვია. ზოგი მათგანი ამბობდა, რომ სამსახურში ეჩქარებოდა და ითხოვდა, დროულად შესულიყვნენ, რათა მიეცათ ხმა სასურველი კანდიდატისთვის.

ბოლო პროცედურები, რასაც ახორციელებდა საარჩევნო უბნის წარმომადგენელი, იყო ის, რომ ხმის მთვლელ აპარატზე ბოლოს ამოიბეჭდა ქვითრები.

ამ ეტაპზე ხმის მიცემის პროცედურა შეუფერხებლად მიმდინარეობს.

  • ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ქვეყნის მასშტაბით 3 061 საარჩევნო უბანია გახსნილი, რომელთაგან 2 284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 777 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება.
  • მათ შორის არის 10 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებში გაიხსნა.
  • 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818 ამომრჩეველს შეადგენს. ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობას 3 130 348 ამომრჩეველი მიიღებს. ამასთან, წელს პირველად არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 47 000-მდე ახალგაზრდას ეძლევა.
  • ცესკო-ს ინფორმაციით, გადასატანი ყუთის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას 60 754-მა ამომრჩეველმა მიმართა.