ოპოზიცია: ხაშურში “ოცნებამ“ ამომრჩევლებს სასურსათო ვაუჩერები დაურიგა

04.10.25 08:43
ოპოზიცია: ხაშურში “ოცნებამ“ ამომრჩევლებს სასურსათო ვაუჩერები დაურიგა

ხაშურის მუნიციპალიტეტში, “ოცნების“ კონკურენტის, თავისუფალი კანდიდატის, ვალერი გელაშვილის შტაბის წევრები წინასაარჩევნოდ არსებულ დაშინებასა და მოსყიდვის ფაქტებზე საუბრობენ.

როგორც ისინი ამბობენ, არჩევნებამდე 2 დღით ადრე შტაბში საკუთარ ამომრჩევლებს დაურიგეს სასურსათო ვაუჩერები, რაც ოპოზიციის შეფასებით, პირდაპირი მცდელობაა მოსყიდვის.

მათივე თქმით, შტაბის წარმომადგენლები აქტიურად ახორციელებდნენ დეზინფორმაციას, რომ ვალერი გელაშვილის არჩევის შემთხვევაში არ მოხდებოდა ქალაქის ბიუჯეტის დამტკიცება. გარდა ამისა, საუბრობენ დაშინების ფაქტებზე. ისინი აცხდებენ, რომ საჯარო სკოლებსა და ბაღებში დასაქმებულ პერსონალს სთხოვდნენ, ხმა მიეცათ “ოცნების“ კანდიდატისთვის და ფაქტის ამსახველი ფოტოები გამოეტანათ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაკარგავდნენ სამსახურს.

ბოლო ერთ კვირაში ძალიან ცუდი პრეცედენტები მოხდა, ხახლი შეჰყავდათ შეცდომაში, რომ თითქოს, ვალერი გელაშვილი ხსნიდა კანდიდატურას, ასევე ამბობდნენ, რომ თუ გელაშვილს აირჩევენ, ბიუჯეტი ვერ დამტკიცდება. ქრთამის ფაქტებიც იყო, რომელიც გასაჯაროვდა და რომელზეც სპეციალურმა საგამოძებო სამსახურებმა უნდა დაიწყონ მუშაობა, არ დაუშავან ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლა, - ამბობს გელაშვილის წარმომადგენელი.

ხაშურის მე-2 საჯარო სკოლაში, მე-8 საარჩევნო უბანი ზუსტად 8:00 საათზე გაიხსნა. პროცესი ამ ეტაპზე, დარღვევების გარეშე მიმდინარეობს.