რუსთაველზე ღირსების გადასარჩენად მივდივარ! - დიდ პროტესტს რეგიონები უერთდება
ბათუმის გასასვლელთან უკვე იკრიბებიან ადამიანები, რომლებიც თბილისში, დროშების მშვიდობიან რევოლუციაზე გეგმავენ ჩასვლას. ადგილზე ელოდებიან ხელვაჩაურიდან წამოსულ კოლონასაც. ცნობილია ისიც, რომ ხულოდან წამოსული მოქალაქეები უკვე გზაში არიან და დედაქალაქისკენ მიემარეთებიან.
მოქალაქეები ამბობენ, რომ დაანონსებულ აქციაზე სამშობლოს და ღირსების გადასარჩენად მიდიან.
არაფერი უკეთესობისკენ არ შეცვლილა, 2012 წლიდან მე მხოლოდ 1 წელი შევძელი, ვყოფილიყავი მათ რიგებში. ალღომ არ მიღალატა და ძალიან ადრე შევაფასე ის, რა ვითარებაც დღეს დგას საქართველოში. მე ვფიქრობ, რომ ქვეყანას დღეს სჭირდება ყველა თაობის ადამიანი. ჩემთვის პირადად დღევანდელი დღე 9 აპრილის ასოციაციას იწვევს, იმიტომ, რომ მე 9 აპრილის მონაწილე ვარ და ეს ეროვნულობა ჩემში არის ძალიან მძაფრად, ჩემს ოჯახში და მე ვფიქრობ,რ ომ დღევანდელი დღე არის ღირსების აღდგენის დღე და ყველა ის ადამიანი, ვისაც გააჩნია ღირსების გრძნობა და განცდა უნდა იყოს დღეს ქუჩაში. აი, თვითორგანიზებით არის დაძრული აჭარიდან და კონკრეტულად ბათუმიდან აქციაში მონაწილეთა მსურველი ადამიანები და აი, გზადაგზა ვკრეფთ ერთმანეთს, - ამბობს "ქართული ოცნების" ყოფილი წევრი მედეა ვასაძე.
დედაქალაქის მთავარ გამზირზე მოქალაქეები 16:00 საათიდან შეიკრიბებიან. სტუდენტების საპროტესტო მსვლელობა, კი თსუ- პირველი კორპუსიდან 15:00 საათზე დაიწყება.
"სამშობლოს სამსახურში 16:00 საათზე, ყველანი რუსთაველზე!!!" - "რუსთაველის გამზირის" დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ.