ჯანდაბამდე გზა გქონია, ბიძინა ივანიშვილო - რეზო ხარაზი
"ჯანდაბამდე გზა გქონია, ბიძინა ივანიშვილო!", - ამ ლოზუნგით მოდის ბათუმიდან თბილისში დაანონსებულ აქციაზე ენმ-ს წევრი რეზო ხარაზი. ხარაზი ამბობს, რომ მშვიდობიან რევოლუციზე შვილების მომავლისთვის მოდის. მისი თქმით, დროა, დასრულდეს ივანიშვილის 13 წლიანი მმართველობა, რომელიც ქვეყნის ისტორიაში შავი ასოებით ჩაიწერება.
მე მოვდივარ ჩემი შვილების მომავლისთვის. ჯანდაბამდე გზა გქონია, ბიძინა ივანიშვილო, ყველა პარტიას და ყველაფერს საერთოდ. ეს ქვეყანა არ არის ოლიგარქების და რუსების ქვეყანა, ეს ქვეყანა არის გმირების და ვაჟკაცების ქვეყანა და ნამდვილად დაგვანახა ამ ჩვენმა გმირმა ქართველებმა ყველა ომში, ყველა ბრძოლაში და მათ შორის ქუჩაშიც, ჩვენ შეგვიძლია, მშვიდობიანად დავასრულოთ ის ყველაფერი, ის 13 წელი, რომელიც თქვენ საქართველოს ისტორიაში შავი ასოებით ჩაწერეთ, - ამბობს რეზო ხარაზი.
დედაქალაქის მთავარ გამზირზე მოქალაქეები 16:00 საათიდან შეიკრიბებიან. სტუდენტების საპროტესტო მსვლელობა, კი თსუ- პირველი კორპუსიდან 15:00 საათზე დაიწყება.
"სამშობლოს სამსახურში 16:00 საათზე, ყველანი რუსთაველზე!!!" - "რუსთაველის გამზირის" დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ.