ამომრჩეველთა ნების სავარაუდო კონტროლი 33-ე საარჩევნო უბანთან - კაცები სახეს ჟაკეტით მალავენ და გარბიან
ნაძალდევში 33-ე საარჩევნო უბანზე მობილიზებულები არიან ქალები სპეციალური სიებით. "პირველებმა" ასევე ადგილზე აღმოაჩინა პირი, რომელიც სხვა საარჩევნო უბანზეც იყო შემჩნეული.
ჟურნალისტის კითხვას, რას აკეთებდა ადგილზე, მამაკაცმა არ უპასუხა და სახის დამალვას შეეცადა. "პირველების" ყველა კითხვას, ადგილზე მობილიზებული მოქალაქეები გაურბიან და სახეს მალავენ.
"ბინძურად იღებთ, იტყუებით", - ეუბნება ერთ-ერთი პირი "პირველებს", თუმცა ვერ პასუხობს კითხვას, რატომ რჩება ადგილზე, თუ ხმა უკვე მისცა. ამბობს მხოლოდ იმას, რომ "რთველში მიდის".
საარჩევნო უბანთან არსებულ ფანჩატურში "პირველებმა" რამდენიმე ქალი შენიშნა, თუმცა გადამღები ჯგუფის დანახვისთანავე, მათ ტერიტორია დატოვეს.